Wednesday 8 May 2019

მოსწავლის ნიმუში


კურული, კუროსთანხართან ჭიდაობა, თამაშად ქცეული რიტუალი, რომელიც დიდი ღმერთის სახელობაზე იმართებოდა. ძირითადად დამოწმებული დასავლეთ საქართველოს მთისა და ბარის მოსახლეობაში, სამეგრელოში იმართებოდა კვირა დღეს, სოფლის ახლოს მოედანზე. გამოჰყავდათ საგანგებოდ გაწვრთნილი ხარი, მიაბამდნენ მოედნის ცენტრში ჩასობილ პალოზე და 2 კაცი, გარკვეული წესების დავით აღიზიანებდა. შემდგომ გახელებულ ხარს აუშვებდნენ და ერთ-ერთი იწყებდა მასთან ბრძოლას. კურულის მიზეზი იყო ხარის და დაძლევა, შეკვრა და წაქცევა. საღამოს იმავე ადგილას იმართებოდა ფალავანთა ჭიდაობა. სვანეთში ასეთი ხარების ჭიდაობით იწყებოდა დიდი ღმერთის სახელობის დღესასწაულთა ციკლი „უფლიშიერი“, რომელიც თომას კვირას (აღდგომის მომდევნო კვირა, კვირაცხოველობა) დგებოდა და 5-6 კვირა გრძელდებოდა. ამ დღეს „ლასკარებს“ (სამეზობლოებს) ან ცალკეულ თემებს გამოჰყავდათ დიდი ღმერთის სახელზე შეწირული კუროები ან რჩეული ხარები, არაყს დაალევინებდნენ, გაახელებდნენ და რიგ-რიგობით მიუშვებდნენ ერთმანეთზე. ხარების ჭიდაობა გურიასა და რაჭაშიც სცოდნიათ, მაგრამ რელიგიურ-საკულტო მნიშვნელობით მხოლოდ სვანეთში იყო შემორჩენილი.
ამ თამაშობებში არეკლილია ხართან დაკავშირებული უძველესი რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც გავრცელებული ყოფილა აღმოსავლეთში, კავკასიაში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის აუზებში. ყურადღებას იქცევს ძველი კრეტის მხატვრობა, სადაც გამოსახულია ხართან ბრძოლა, რაც მეტად პოპულარული ყოფილა და რელიგიურ-საკულტო ცერემონიალში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რიტუალად შედიოდა. მომდევნო ხანებში ხართან ბრძოლამ თანდათან დაკარგა პირვანდელი შინარსი და შუა საუკუნეებში ფეოდალთა საყვარელ გასართობად იქცა. მისი თანამედროვე ფორმებია სამხრეთ ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გავრცელებული კორიდა.

ასკინკილა

ასკინკილა


Jump to navigationJump to search
ასკინკილა (აღმოსავლეთ საქართველოს მთიან კუთხეებში - "კინკილაობა", "სალაობა", "ლიპარიტი", სვანეთში - "კირინკაჩხვ", ან "ჭირინჭვა") — საბავშვო თამაში, ცალ ფეხზე ხტუნვა-სირბილი. ზოგჯერ დაჭერობანას თამაშისას ერთი ბავშვი ასკინკილა დასდევს დანარჩენებს დასაჭერად; ზოგჯერ ორ გუნდს შორის იმართება შეჯიბრება ასკინკილათი სირბილში. თამაშობენ ასეც: მიწაზე დახაზავენ 8 ან 10 უჯრედს და ასკინკილა ხტომით, ფეხის წვერით გადააქვთ ბრტელი ქვა (სალა) ერთი უჯრედიდან ("ბოსტნიდან") მეორეში; თუ ქვა ხაზზე შერჩა, მოთამაშე "ჩაჭრილია". მოგებულად ის ითვლება, ვინც ბოლომდე "ჩაუჭრელად" გავა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დამოწმებულია თამაშის სხვა ვარიანტებიც. ცნობილია აგრეთვე ასკინკილას უფრო ძველი სახეობები. ასკინკილათი ხტუნვა ხშირად გამოყენებულია სხვა ქართულ თამაშებშიც - დამარცხებულის "დასჯისას".

თამაში " ჩლიქა და ტარი "

1. თამაში  " ჩლიქა და ტარი "




         თამაშს "ჩლიქა და ტარი" თამაშობს 2 მოთამაშე. თამაშისთვის     საჭიროა2 ჯოხი. ერთი მოკლე - "ჩლიქა"  და ერთი გრძელი -     "ტარი". ერთი მოთამაშე , რომელსაც უჭირავს "ტარი" დგება  წრეში  და  ცდილობს მოიგერიოს "ტარით" 5 მეტრის მოშორებით მდგარი  მეორე მოთამაშის მიერ ნასროლი  "ჩლიქა" თუ მოიგერია ,   იგი თამაშის გამარჯვებულია.           

Wednesday 3 April 2019

1 დღის რეფლექსია





"დავიწყებული თამაშები"- სასწავლო პროექტი


 

       ჩვენ დავიბადეთ XXI  საუკუნეში, საუკუნეში სადაც წარმოუდგენელია ცხოვრება  კომოიუტერის,ინტერნეტის, საძიებო სისტემების, კომპიუტერული თამაშების,  მობილური კავშირის გარეშე .             კომპიუტერი და ინტერნეტი  საშუალებას გვაძლევს, ხშირად და  ადვილად ვიურთიერთოთ ჩვენს მეგობრებთან  საქართველოშიც და უცხოეთშიც. ერთმანეთს ვუგზავნით წერილებს  ელექტრონული ფოსტით, ვსაუბრობთ სოციალურ ქსელებში ,ვცვლით ფოტოებს, მუსიკას და ა.შ.         თანამედროვე ბავშვის ყველაზე საინტერესო გასართობი კომპიუტერული თამაშებია. აქედან გამომდინარე  ჩვენი ცხოვრების წესი განსხვავდებულია  წინა თაობებთან შედარებით,  ჩვენი ფიზიკური აქტივობა დაბალია რაც ჯანმრთელობის მხრივ გარკვეულ პრობლემებს იწვევს.         პროექტის მონაწილეები დავინტერესდით კომპიუტერის გამოგონებამდე  რა იყო მოზარდების ინტერესის საგანი, რით  თამაშობდნენ , რა უნარებს ანვითარებდა.  ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ ჩავატარეთ გამოკვლევა.  გამოვკითხეთ და ჩავიწერეთ ბერბუკის თემში მცხოვრები   უხუცესი   მოსახლეობის მიერ აღწერილი  საბავშვო თამაშები, აღვადგინეთ და მოვახდინეთ მათი 








დაიწყო ტრენინგი ინტელის -პროექტებით სწავლება , რომელიც 9 დღის განმავლობაში ჩატარდება . ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო